"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარტიულ ინტერესებზე ზევით დადგა და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერა.
„ჯიმ რიშს როცა შევხვდით, ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ და ძალიან კარგად ესმის, რატომ იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კრიტიკული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი. დღეს სხვა მოცემულობაა, საქართველოს ეგზისტენციალური კრიზისი დაუდგა. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ ინტერესებზე ზევით დადგა და დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, რადგან გვაშინებს ის გზა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ვხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ღია რუსული ნარატივით საუბრობენ”, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.