დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ თბილისის მერს კახა კალაძეს საკრებულოში 2022 წლის საინტერესო ანგარიშის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გასულ წელს გაწეული სამუშაოების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

,,ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, რომ თქვენი მერობის დროს თბილისი ბევრად უფრო ლამაზი, კეთილმოწყობილი და გამწვანებული გახდა, ვიდრე ის, თუნდა, 5 წლის წინ იყო. უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დედაქალაქის ინფრასტრუქტურა და ეს არ ეხება მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებს’’,-განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

საკრებულოს წევრმა ასევე სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეფორმა გაგრძელდეს.

,,საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ბევრად კომფორტული გახდა, რაც გულისხმობს როგორც ტრანსპორტის მდგომარეობას და სწრაფ მარშუტებს, ისე გადახდის მოქნილ სისტემას, თუმცა, ვთანმხდებით, რომ ამ მიმართულებით გამოწვევები კიდევ გვაქვს’’,-განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ და აღნიშნა, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება საბოლოოდ სატრანსპორტო რეფორმის დადებით მხარეებს წარმოაჩენს.

საკრებულოს წევრმა მწვანე ქალაქის კონცეფციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

როგორც ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, ცოტა ხნის წინ მოხდა ,,მზიურის’’ პარკის ტერიტორიის ნაწილის გამოსყიდვა, სადაც კიდევ ერთი გამწვანებული სივრცე მოეწყობა.