ქალბატონმა ხათუნამ პიონერის ყელსაბამი რატომ არ ეკეთა ყელზეო... არ მიყვარს ასაკზე აპელირება, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მე ნამდვილად არ მომიწია პიონერობა და თქვენ ხათუნა? Khatuna Samnidzeაშკარად იგრძნობა მასში პიონერობის “მადლი“"- ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. 

დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრს, ნინო წილოსანს ასე მიმართა:

"ერთადერთი რამ დამაკლდა თვალში, პიონერთა ყელსახვევი რატომ არ გეკეთათ ყელზე და პირდაპირ გკითხავთ, 7 ნოემბერი და 26 მაისი რომ ახსენთ, თქვენ სად იყავით მაგ დროს აქ, ასეთი ტონით რომ გვიკითხავთ დაწერილ ტექსტებს. მინდა მივმართო არა მარტო ქალბატონ წილოსანს, მთელს „ქართულ ოცნებას“, რადგან იხსენებთ და რადგან ამ შიშებით საუბრობთ, მოკლედ გაგახსენებთ, რას აკეთებდა ასლან აბაშიძე საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოსა და აჭარას შორის საზღვარი გაავლო, სადაც ადამიანები ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. სუფრასთან მისი სადღეგრძელო რომ არ დაგელიათ, რეგიონის დატოვება მოგიწევდათ, სხვა უარესს თუ არ გაგიკეთებდათ. ამას აკეთებდა ის საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. შევარდნაძის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ფანჯრებიდან ხალხი ცვიოდა, რათა ამ ქვეყანაში ადამიანებს შეშინებოდათ, ხმა არ ამოეღოთ, მხოლოდ ხელისუფლების შესანარჩუნებლად.წინა ხელისუფლებაზეც გადავალ, აქციები როცა დაიწყო, აქ დიდი ჰონორით რომ ახსენეთ 7 ნოემბერი და 26 მაისი, რეგიონებიდან რომ მივდიოდით ხალხი და მათ შორის, მეც, ქუჩაში, გზაზე შედუღებულ ლურსმნებს ყრიდნენ, რათა საბურავები დახეთქილიყო და ხალხი ვერ ჩასულიყო ადგილზე. მძღოლებს აშანტაჟებდნენ. ამ ყველაფერს აკეთებდა წინა ხელისუფლებაც, იმის წინა ხელისუფლებაც, შიშით, რომ ძალაუფლება არ დაეკარგათ. თქვენც ხომ არ დაგიბერათ ამ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი?"