"გარედან გაკეთებული ყველა უსამართლო განცხადების უკან დგას მსუყედ გადახდილი თანხები, ან "დიფ სთეითის" გავლენები. ამ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" ნაქურდალი ფულით ჯო უილსონის დაპოსტილ შეტევებზე გვაქვს საუბარი. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა განაცხადა. 

"ფარა-მ გამოავლინა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაფინანსებული ჯო უილსონი და მისი აქტივობა სოციალურ ქსელში, თუ ზოგადად მედიასივრცეში. იდენტური საფუძველი აქვს ყველა იმ უსამართლო განცხადებას, რომელიც "ქართული ოცნების", საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის FARA -ს რეესტრის მიხედვით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ნელსონ მალინსის" ლობისტურ კომპანიას 360 000 აშშ დოლარი გადაუხადა, საიდანაც შემოწირულებებს ჯო უილსონიც იღებდა