ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის დღე მეორე - ფერიდუნ სინირლი-ოღლუ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სინირლი-ოღლუს თბილისში ჩამოსვლით ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოხდა.
"[ეუთოს] გენერალური მდივნის ვიზიტი იყო ცივი წყლის კიდევ ერთი გადავლება ოპოზიციისთვის - იმ პირობებში, როდესაც ეუთო არჩევნების ერთ-ერთი მაღალრეიტინგული არბიტრია, ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ საარჩევნო შედეგების, რომელიც, მათ შორის, ეუთო/ოდირის დასკვნაში იყო აღწერილი. გენერალური მდივანი კარგად აცნობიერებს იმ შიდა თუ გარე გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. მათ შორის, აღნიშნულზე ისაუბრა საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრმა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ გამოწვევაზე ესაუბრება საქართველოს პრეზიდენტი თუ მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე შეხვდება გენერალურ მდივანს", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.