ალბათ რამდენი ათასია დახარჯული იმაში, რომ ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტის საწინააღმდეგო კამპანია აგორებულიყო, რამდენი ნეგატიური თუ უარყოფითი ენერგია არის მობილიზებული ამ აქტივისტებში და ვითომ პოლიტიკოსებში, თუმცა მოხარულები ვართ, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოშია,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.

„ალბათ რამდენი ათასია დახარჯული იმაში, რომ ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტის საწინააღმდეგო კამპანია აგორებულიყო, რამდენი ნეგატიური თუ უარყოფითი ენერგია არის მობილიზებული ამ აქტივისტებში და ვითომ პოლიტიკოსებში, რომ ეწერათ, ეპოსტათ, დაეკომენტარებინათ და გარკვეული ზეწოლა განეხორციელებინათ გენერალურ მდივანზე, რომ მას გაეუქმებინა ვიზიტი, თუმცა, რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ გენერალურ მდივანი საქართველოშია, აქვს უმაღლესი დონის შეხვედრები“, - განაცხადა წილოსანმა.