სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა რურუას მხარდამჭერი „სუხიშვილების“ ხელმძღვანელის ნინო სუხიშვილის კლიპი ვრცელდება.
„ნიკა რურუას კულტურის მინისტრობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ერთ-ერთი ეს არის ქართული კინოს აღორძინება და ფაქტიურად გაცოცხლება. ასევე უამრავი გამოფენა, კონცერტი, განსაკუთრებით საზღვარგარეთაც ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ნამდვილად ის იყო ერთ-ერთი წარმატებული კულტურის მინისტრი და ძალიან პროდუქტიული. მისი თვისებები, როგორიც არის პრინციპულობა, მიუკერძოებლობა, ინტელექტი... რაც მთავარია მის სიტყვას ჰქონდა ძალიან დიდი ფასი და წონა“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.