ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, საქართველოს მოსახლეობა არ დაიღლება და ყველა ავტორიტარულ რეჟიმს ადრე თუ გვიან უწევს, რომ ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს,- ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც აქცია„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს.
„რამდენი კვირაა საზოგადოება აჩვენებს ძალიან ერთიან წინააღმდეგობას და პოზიციას, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთში დაბრუნება, ჩვენ არ გვინდა ავტორიტარიზმის დამკვიდრება, ჩვენ არ გვინდა კონსტიტუციური წესწყობილების ავტორიტარიზმით ცვლილება. ეს არის კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა და ხელისუფლების მხრიდან ამ ქვეყნის საბოტაჟი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად საქართველოს მოსახლეობა არ დაიღლება და ყველა ავტორიტარულ რეჟიმს ადრე თუ გვიან უწევს, რომ ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს და წინააღმეგობას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.