"არა რუსულ კანონს" რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობს, კვლავ მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და განაცხადა რომ ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა გავიდა. თუმცა, მმართველი გუნდიდან მათ არავინ შეხმიანებია.
"მეგობრებო, ბრძოლა რომელშიც ჩვენ ვართ არის რთული ბრძოლა. ეს ბრძოლა ნიშნავს რომ ჩვენ არ უნდა დავიღალოთ და დაიღალონ ისინი, უკან უნდა დაიხიონ მათ.
შენ, ხელისუფლება 100 ათასზე მეტ შეკრებილ ადამიანს როცა არ ელაპარაკები , როცა ემალები არაფრის ღირსი აღარ ხარ.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგი ნაბიჯის გადადგმას, მშვიდობიანად და წყნარად, და ეს გადაწყვეტილება არის ყველასი, აქ მდგომი ადამიანები,მ საინიციატივო ჯგუფის, ახალგაზრდების, სხვადასხვა ორგანიზაციების." - განაცხადა ვაშაძემ
მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა ხელის აწევით დაედასტურებინათ, ამ ნაბიჯს თუ ეთანხმებოდნენ.
"ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ." - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.