წელს გადავწყვიტეთ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მიუხედავად იმისა რომ ეს არ იყო გეგმაში, ყველამ გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები, ეს იქნება ფინანსური, ადამიანური, ექსპერტული, ადგილზე ყოფნის რესურსი, იმისათვის რომ განვახორციელოთ არჩევნებზე საყოველთაო დაკვირვება, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„თუ ბოლო არჩევნებს გადავავლებთ თვალს, სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდნენ ცალკეული ორგანიზაციები და მათი დაფარვა, რესურსების გათვალისწინებით, თუ მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, არ იყო ხოლმე ყველა საარჩევნო უბანი. ანუ დაახლოებით 3 500 საარჩევნო უბანი იყო და ეს ორგანიზაციები ყველა საარჩევნო უბანს სრულად ვერ ფარავდნენ. ამიტომ, წელს გადავწყვიტეთ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მიუხედავად იმისა რომ ეს არ იყო გეგმაში, ყველამ გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები, ეს იქნება ფინანსური, ადამიანური, ექსპერტული, ადგილზე ყოფნის რესურსი და ა.შ... იმისათვის რომ განვახორციელოთ საყოველთაო დაკვირვება, ანუ ეს იყოს არა რომელიმე ორგანიზაციის დაკვირვება, არამედ ეს უყოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვება. ამიტომ, ჩვენი მიზანია, დავფაროთ ყველა საარჩევნო უბანი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.