ევროკავშირში არ არის ერთიანი პოზიცია უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით. - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.
"ძალიან ბევრ ქვეყანას ბევრი კითხვის ნიშანი აქვს, რაც გამოჩნდა ეუთო-ს ასამბლეაზეც, როდესაც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ არჩევნების შედეგები ეჭვს არ იწვევს და ხალხის ნება იყო გამოხატული.
ეს არ არის მხოლოდ ეუთო-ს გენმდივნის განცხადება, ეს არის ასევე ბევრი ევროპულ სახელმწიფოში გაბატონებული აზრი, რომ თუ არჩევნები კარგად ჩატარდა, მაშინ რას ვერჩით ამ ხელისუფლებას და რატომ ამბობს ზოგიერთი ქვეყანა, რომ არჩევნები გაყალბდაო.
შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლას არ მოუხსნიან" - განაცხადა სამხარაძემ.