ალბათ, მას საკუთარი თავის რეაბილიტაცია და საკუთარი თავის დამკვიდრება სჭირდება, რადგან ძალიან მძიმეა, როცა პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლო ეტყვის, რომ კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ პრეზიდენტობა როგორ უნდა განაგრძოს? , - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ანგოლაში იმყოფება.
„ალბათ, ამისთვის გზებს ეძებს და რჩევებსაც ეკითხება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რჩევებს სწორ ადამიანებს ეკითხება, რადგან თუ ოპოზიციას რჩევას ჰკითხავ, შეიძლება კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილებისკენ წაგიყვანონ“, - აღნიშნა სამხარაძემ.