საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობერტ გერშნერს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო. შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები.
მხარეებმა შუა დერეფნის პროექტზე გაამახვილეს ყურადღება და მის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ნიკოლოზ სამხარაძემ ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და გამოწვევებზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.








