აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის ახლად დანიშნულ შემსრულებელს, ემი დიაზს საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანო ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს."- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს. აქამდე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ალან პერსელი ასრულებდა.