ბავშვობაში ეზოში ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, სადაც ზოგი მარადონას, პელეს ირქმევდა, მგონი, ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ იმავეს აკეთებენ – არარსებულ თანამდებობებს ინაწილებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი  თქმით, რა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტზეა საუბარი, როცა პარტიაში ისეთი დაპირისპირება აქვთ, რომ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ.

„ეს ყველაფერი სასაცილოა. სხვათა შორის, ქვეყნისთვის ეს ყველაფერი კარგია, რადგან თავადაც ილუზორულ მდგომარეობაში არიან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს“.