პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ და „ქართული ოცნება" მართვის სადავეებიდან უნდა იქნეს ჩამოშორებული - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„შოვის სტიქიის შედეგებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება შეიქმნას. სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ "ქართული ოცნება" საკუთარი პოლიტიკური განაჩენისთვის მზად არის საკუთარივე ხელით. ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ ღვთის წყალობით გადარჩენილ მსხვერპლს თავს დაესხან და მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ რეაქციას დააკვირდებიან ბოდიში ყასიდად მოიხადონ, ასეთი ხელისუფლება მზად ვერ იქნება პასუხისმგებლობის აღებისთვის. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ და "ქართული ოცნება" უნდა იქნეს ჩამოშორებული მარტის სადავეებიდან," - ამბობს მელია.