7 აგვისტო რუსეთის მიერ საქართველოში ომის დაწყების დღეა, ბრძოლის, არდანებებისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ისტორიაა, ამას შეეწირნენ გმირები;
და დღეს, როდესაც ქვეყანაში მოხდა ტრაგედია, ბუნებრივი კატასტროფა, რომლის პრევენციის პასუხისმგებლობა ცხადია მხოლოდ ხელისუფელბაზეა, თუმცა სამოქალაქო, ადამიანური და მორალური პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს და ყველას ერთად - რომ მინიმუმ თანავუგრძნოთ დაღუპულთა ოჯახებს; - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
"ქვეყანაში, სადაც მშობლები დაკარგულ ბაშვებს ეძებენ - არ შეიძლება რამეს ვზეიმობდეთ!
მითუმეტეს წარმოუდგენელია ამას აკეთებდეს პოლიტიკოსი, რომელიც მიუხედავად იმისა, მთავრობის წარმომადგენელია თუ ოპოზიციის, უნდა წარმოადგენდეს ხალხს...
საქართველოს ჰყავდა და ჰყავს გმირები, რომლებიც საკუთარი სისხლის ფასად წერდნენ საქართვლოს უკეთესი მომავლის ისტორიას...
საქართველოს ჰყავდა და ჰყავს, მედროვე ჩინოვნიკები - ოპოზიციასა თუ ხელისუფლებაში, რომლებიც აგვისტოს ომის დროსაც და ახლაც რესტორანში თავისუფალ ადგილებს ეძებენ....
შემდეგ კი მათი "უფროსები", ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებს, ერთნაირი "გაპრავებით" პასუხობენ...
P.S დღევანდელ დღეს სხვა ტიპის პოსტის დაწერას ვაპირებდი, თუმცა ტვ მთავარის სიუჟეტი ვნახე 😡, იხილეთ კომენტარებში..." - წერს ნიკა მელია "ფეისბუკში".