ასეთია უღირსებო და უღირებულებო ხელისუფლების სახე, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს, მის ბრძოლას გადარჩენისათვის, მისი გმირობის ისტორიას - არავითარი ფასი არ აქვს..- წერს "ნაციონალური მოძრობის" წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
"2 დღეა ხელისუფლება თავის ბინძურ და ამორალურ მესიჯბოქსშია ახლართული...
ჯერ ყველას ურჩევდნენ დუმილს, ხოლო შემდეგ თვითონ "ალაპარაკდნენ" და სახე დაკარგეს, ან რა დაკარგეს რაც არც აქვთ და არც ჰქონიათ...
საინტერესოა თვითონ კობახიძე რას გააკეთებდა მსგავს სიტუაციაში, პრივილეგიების, პირადი დაცვისა და სამთავრობო სიკეთეების გარეშე - რამდენიმე მეტრიანი ტალახის ტალღის პირისპირ...
იზრუნებდა თუ არა ვინმეზე საკუთარი თავის გარდა... ცხადია ყველას გვაქვს ამ კითხვაზე პასუხი...
ასეთია უღირსებო და უღირებულებო ხელისუფლების სახე, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს, მის ბრძოლას გადარჩენისათვის, მისი გმირობის ისტორიას - არავითარი ფასი არ აქვს...თუ ეს ისტორიები არ/ვერ ემსახურება პროპაგანდისტულ მიზნებს და მათი ძალაუფლების შენარჩუნებას.
ჩვენ ვიცით გადარჩენილთა ისტორიები, სამწუხაროდ ვერასოდეს გავიგებთ, რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა სწორი რეაგირების შემთხვევაში...."