მე აქ ვარ, როგორც ადამიანი, ვინც ვალშია ნიკა გვარამიასთან. როცა მე ვიყავი, იქ სადაც, ჩემი აზრით, არ უნდა ვყოფილიყავი და ნიკა იყო თავისუფალი, ყველაფერს აკეთებდა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იყო, რომ იქიდან სწრაფად გამოვსულიყავი - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც მხრადმაჭერებთან ერთად "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" აქციას შეუერთდა.
"მე აქ ვარ, როგორც ადამიანი, ვინც ვალშია ნიკა გვარამიასთან. როცა მე ვიყავი, იქ სადაც, ჩემი აზრით, არ უნდა ვყოფილიყავი და ნიკა იყო თავისუფალი, ყველაფერს აკეთებდა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იყო, რომ იქიდან სწრაფად გამოვსულიყავი. ამიტომ, ჩემი ვალდებულებაა, როგორც მოქალაქის, რომ ყველაფერი ვქნა რომ ნიკა გვარამია ძალიან სწრაფად გამოვიდეს. ადრე თუ გვიან გათავისუფლდება, საერთოდ რა უნდა იქ. ალბათ ვერც წარმოიდგენდა, ოდესმე საგამოძიებო ორგანოებთან იქნებოდა კავშირში, როგორც სუბიექტი, ვისაც დაკითხავდნენ არა თუ როგორც პატიმარს. მაგრამ ახლა ნიკა გვარამიას პატიმრობა ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს. შეუძლებელია, ერთი მხრივ შენ გინდოდეს ევროპული ღირებულებები და მეორე მხრივ, ნორმად აქციო პოლიტიკური პატიმრობა. ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი ციხეში ქვეყნის პრობლემაა", - თქვა ნიკა მელიამ.