"პრეტენზიები მისაღებია ამომრჩევლისგან, სანამ ქვეყანაში ეს მძიმე ვითარება არ შეიცვლება, მაგრამ ამ ადამიანებისგან, რომლებსაც ხელეწიფებოდათ რეალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ან ინიციატივით გამოსვლა - მიუღებელია! უკვე ფაქტებით დასტურდება, რომ არაფერი აქვს საერთო გულწრფელ წუხილთანაც კი, რომელიც ენმ-ის ამომრჩეველს აქვს." - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა.
"ვინმეს რაიმეს კეთება უნდოდა, საშინელი სურვილი იყო მათში და მე მქონდა იმხელა გავლენა, რომ ვაკონსერვებდი მათ ქმედებებს?! იანვრის თვიდან დავით კეზერაშვილმა პარტიაში პრობლემების შექმნა დაიწყო, რაც 9 ნოემბერს დაგვირგვინდა.
მე დავინახე საფრთხე - ეს პარტია პოლიტიკური ორგანიზაციიდან გადაიქცევა ან ნახევრად ბიზნეს ორგანიზაციად, ან სრულად ბიზნეს ორგანიზაციად. ხელშესახები საფრთხე დავინახე ძალიან დიდი დოზით არაფორმალური გავლენების შემოტანის. ბატონი კეზერაშვილისა და მერაბიშვილის გზები გადაიჯაჭვა და ახლა მათი კანდიდატია ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს კადრულობს. გავა წლები და ის თავად მიხვდება, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო ამ კამპანიის პერიოდში…
ხვალ და ზეგაც ნებისმიერ ადამიანს მივესალმები, რომელსაც შეუძლია პარტიის გაძლიერებისთვის რაიმეს გაკეთება, მაგრამ როდესაც გაკონტროლებას დააპირებს, ნამდვილად სერიოზული პრობლემა შეექმნება. დავით კეზერაშვილი 2015 წელსაც ეხმარებოდა პარტიას, მაგრამ 2016 წელს რა გაუკეთა?! მას შემდეგ გავიდა წლები და მოვედით 2021 წლამდე. სამწუხაროდ, დავინახე კონკრეტული მოქმედება, რომელიც მიზნად პარტიის გაძლიერების ნაცვლად დასუსტებას ისხავდა.
2022 წლის იანვრიდან რეალური თანამშრომლობა აღარ გვქონდა და ამ დროს, პარტიაში პარტიის გაკეთებას ჰქონია ადგილი. ანტიკორუფციული მოძრაობა ისე დააფუძნა, რომ მე წარმოდგენა არ მქონდა - ეს იყო პარტიაში პარტიის გაკეთების მცდელობა, როდესაც პარტიაში შენი არაფორმალური გავლენით აფინანსებ ორგანიზაციას და ამის თაობაზე პარტიის თავმჯდომარე საქმის კურსში არ არის. იქიდან იწყებს ეს ადამიანი იმ პროექტის განხორციელებას, რომელსაც მჯერა, რომ ვერ განახორციელებს და ამჯერადაც კრახს განიცდის. ამ გზაზე სიმართლის, ზნეობისა და მორალის გარეშე ვერ გაიმარჯვებს.
პრეტენზიები მისაღებია ამომრჩევლისგან, სანამ ქვეყანაში ეს მძიმე ვითარება არ შეიცვლება, მაგრამ ამ ადამიანებისგან, რომლებსაც ხელეწიფებოდათ რეალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ან ინიციატივით გამოსვლა - მიუღებელია! უკვე ფაქტებით დასტურდება, რომ არაფერი აქვს საერთო გულწრფელ წუხილთანაც კი, რომელიც ენმ-ის ამომრჩეველს აქვს.
დღეს მოვისმინეთ პეტრე ცისკარიშვილის განცხადება, რომ ენმ-ში ენმ-ს ებრძვიანო - ენმ-ში ჩვენ მანკიერებას ვებრძვით და თუ კი მოსმენები, მიყურადება, დაბეზღება, არადემოკრატიული მმართველობის სისტემა ვინმესთვის მისაღებია, ჩვენთვის არ არის. იგივე ლექსიკით რომ გავიმეორო, თუ კი რამე არის ქოცობა, ეს არის და დიახაც, ქოცობას ვებრძვით." - განაცხადა ნიკა მელიამ.