ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პარტიის პრეზენტაცია 2024 წლის დასაწყისში იგეგმება და როგორც ის აცხადებს, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ეს პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და სხვა პარტიებთან გაერთიანება წინასაარჩევნოდ არ განიხილება.
"თავს კომფორტულად არ ვგრძნობ [მასზე საუბრისას], როცა ოთხ კედელშია ადამიანი. სანამ ის იქნება პატიმარი, ჩემი სურვილი იქნებოდა, მე მასზე არ მესაუბრა და მე ამ სურვილში თანმიმდევრული ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ხალხს, ათასობით ადამიანს, ვინც დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და არის ჩვენი მხარდამჭერი და პოტენციური ამომრჩეველი, აქვთ ეს კითხვა, შესაძლებელია ეს ყველაფერი მომხდარიყო იმგვარად, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს არ სცოდნოდა? არ მსურს ამ პროცესში შესვლა. ადამიანს როდესაც თვალებში ჩავხედავ და შევხვდები, აუცილებლად იქნება პასუხები. მორალურად გამიმარტივდება. ეს არ ნიშნავს, იმას რომ მასთან კითხვები არ მაქვს, მაქვს. ეს კითხვები მასთან დაისმება, მას შემდეგ, როცა მექნება მასთან [შეხვედრის] შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე, ეს ვერ შედგება. ეს იქნება ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი - ამას მე თქვენ გეუბნებით გულახდილად" - ამბობს მელია.