ყოფილი „ქოცებიც“ იქნებიან ჩვენს გუნდში, გამოასწორონ თავიანთი შეცდომები, რატომაც არა, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა.

„ყოფილი „ქოცებიც“ იქნებიან ჩვენს გუნდში. გედი საკმაოდ ადრე წამოვიდა „ქართული ოცნებიდან“ და იმის მერე წამოსულებიც იქნებიან ჩვენთან. ყველა, ვისაც აქვს რესურსები, უნდა იქნეს გამოყენებული. ყველა უნდა იქნეს გამოყენებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთვის და თუ ყოფილი „ქოცი“, უკაცრავად და ბედავს, ძალიან ცოტაა სხვათა შორის ეგეთი, გამბედაობის პრობლემაა მანდ, მაგრამ ბედავს და სურვილი აქვს და შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილი თავად შეცვალოს, გამოასწოროს თავისი შეცდომები, რატომაც არა და მე მინდა მათ ამის შესაძლებლობა მივცე, ჩვენ ერთად უნდა ვმართოთ ეს ქვეყანა",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.