ვერავინ მოაჯადოვებს საქართველოს ბავშვებს, ვერ დააყენებს სიბნელისკენ მიმავალ გზაზე. თავად მიგვიძღვიან წინ ჩვენი შვილები, წინ, ევროპისკენ! წინ, ნათელი მომავლისკენ! - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
"ჰამელნელი მესტვირის ისტორია გახსოვთ? სტვირით რომ მოაჯადოვა ბავშვები, დაამწკრივა და გაუძღვა ქალაქიდან, წყალში შეიყვანა და ყველა დაახრჩო? დარწმუნებული ვარ, ასეთზე ოცნებობს ახლა ივანიშვილი. არ უწერია მის ოცნებას ახდენა. ვერავინ მოაჯადოვებს საქართველოს ბავშვებს, ვერ დააყენებს სიბნელისკენ მიმავალ გზაზე. თავად მიგვიძღვიან წინ ჩვენი შვილები, წინ, ევროპისკენ! წინ, ნათელი მომავლისკენ!"