წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ბორდი, შესაბამისად, მისი თავმჯდომარე ვერ ვიქნები და არც ვიქნები, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულასთან“ განაცხადა.

„ამაზე არ გვისაუბრია იმიტომ, რომ მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ბორდი, შესაბამისად, მისი თავმჯდომარე ვერ ვიქნები და არც ვიქნები. რაც შეეხება კადრს, კარგია, რომ ფორმულა მისვამს შეკითხვას კეზერაშვილზე, ეს გამბედაობა სწორია. მე არავის კადრი არა ვარ, საკუთარი თავის გარდა", - ამბობს გვარამია.

დღეს, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.