ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რომ ამას ამბობს, ამაზეა სალაპარაკო, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც თავდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ  გამოწვევები არის ცვალებადი. დღეს შეიძლება ქვეყნისთვის მტერი, ხვალ გახდეს მოყვარე და დღევანდელი მოყვარე ხვალ გახდეს მეტრი

„ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რომ ამას ამბობს, ამაზეა სალაპარაკო.
ისეთი ამბავია იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე, თითქოს ან რამე მნიშვნელობა ქონდეს მაგ საბჭოს საერთოდ, ან 15დან რამდენი იქნება ქოცი: 12 თუ 14. ან ოპოზიციიდან რომელმა ფარჩაკმა მისცა ამ ფარჩაკობას ხმა.

საკითხების პრიორეტიზაციის და კალიბრაციის უნარის გარეშე, ყველა პოლიტიკური ტექსტი და მოქმედება არის სამზარეულოს პოლიტიკა. უმასშტაბო "კუხნის" პოლიტიკოსების მიერ შეცვლილი სტატუსკვო (თან ოლიგარქიული) არ გაიშვას მაგ სამზარეულოებს მიღმა“,- წერს გვარამია.