სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა გაუქმდეს - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. 

"რუსთავი 2ის ინფორმაცია, თითქოს არსებობდეს რაღაც ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაცია, სადაც მე სუსის უფროსი ვარ, არის ბოდვა. მეტიც, ჩემი აზრით, ეს უწყება, რომელიც დღეს პოლიტიკური ჟანდარმერიაა, საერთოდ უნდა გაუქმდეს და მისი კომპეტენციები გადანაწილდეს სხვადასხვა უწყებებში." - წერს ნიკა გვარამია.