ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"მე არ ვაპირებ რუხ კარდინალობას და ბიძინა ივანიშვილობას. მე ვაპირებ საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებას და საჯარო პოლიტიკურ შეფასებებს. ლიდერები იქნებიან, ჩვენ ამაზე გვისაუბრია, რომ უნდა იყვნენ, რადგან მათ მხრებზე გადაივლის ბრძოლის მთელი სიმძიმე, ჩემსაზეც, ოღონდ ამ შემთხვევაში, პარტიულ სიას ვგულისხმობ. თქვენ ნახავთ ამ სიას ხვალ. ის იქნება ძირითადად დაკომპლექტებული იმ ხალხით, რომელიც არ ყოფილა არცერთი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი. ჩემთვის ეს არის მიზანი და ეს მიზანი შესრულებულია. მიზნის მეორე ნაწილი არის ბიძინა ივანიშვილის გაშვება, რაც ასევე შესრულდება. მესამე ნაწილი კი იქნება ევროკავშირში შესვლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გუნდელები ამას აუცილებლად შეძლებენ ჩემთან ერთად", - ამბობს ნიკა გვარამია.