ციხიდან ვუყურებდი შარშან მარტის პროტესტს და რთული იყო გვერდიდან ამის ყურება, ძალიან მოტივირებული ვარ ახლა, რომ ამაში მონაწილეობა მივიღო,- ამის შესახებ პარტია „ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„ზოგადად, პროტესტი არ შეიძლება იყოს მიზანი, მიზანი არის ვითარების შეცვლა. ამიტომ, ვითარებას უნდა გავყვეთ კვალდაკვალ. ასევე მოვემზადოთ პროტესტისთვის, ძალიან ფუნდამენტურად უნდა მოვემზადოთ. მე ციხიდან ვუყურებდი შარშან მარტის პროტესტს და რთული იყო გვერდიდან ამის ყურება, ძალიან მოტივირებული ვარ ახლა, რომ ამაში მონაწილეობა მივიღო, მაგრამ ბევრი ადამიანია ასე, არა მარტო მე, პოლიტიკური ლიდერები, არასამთავრობო სექტორიც და საზოგადოება. მინდა ვთქვა, რომ შარშან ძალიან კარგად გაართვეს ამას თავი ყველამ, ვინც ჩამოვთვალე და იმედია, წელსაც ასე მოვახდენთ“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში.