ნიკა გვარამიას ისე ცუდად აქვს საქმე, ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჩვენ, „ქართულო ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ შეკრული ვართ და მას ვუტევთ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გვარამია ტყუილებით არის ცნობილი.
„შეიძლება, ჩვენ კი გავაერთიანეთ მთელი პოლიტიკური სპექტრი გვარამიას წინააღმდეგ, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვერ ბედავს თქვას, საიდან აიღო 40 მილიონი. ამ მარტივ კითხვაზე პასუხს რომ არ გასცემს, ხან რაზე გადაერთვება, ხან რაზე. ახლა მთლად კომიკურ სიტუაციაშია და როგორც ჩანს, გამოუვალ სიტუაციაშია, ისტერიულ განცხადებებს აკეთებს. კარგია, რომ მათ შორის ის ცოტა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ მისი მხარდამჭერი შეიძლება, იყოს, მიხვდება, რომ აფერისტს უჭერდა მხარს. ის, რომ 10 მილიონზე მეტი დახარჯა, მისივე დოკუმენტებით მტკიცდება, რომელიც ცესკო-ში წარადგინა. ამიტომაც გაურბის ამ თემაზე ნებისმიერ დებატს. გუშინაც კი შევთავაზეთ დებატები. ნიკა მელიამ კი გაბედა, ცუდად დამთავრდა, მაგრამ გვარამიას ამის გამბედაობაც არ აქვს. რაც ეხება აქციებს, ნიკა გვარამიას კალენდრის პრობლემა აქვს. თავიდან ბოლომდე თვითონ მოიგონეს ეს ისტორია, რომ პროტესტების დროს, როდესაც დარბევა ხდებოდა, ივანიშვილს ვხვდებოდით. გვარამია ცნობილია იმით, რომ სულ იტყუება. ის, რომ მან 10 მილიონზე მეტი დახარჯა დოკუმენტით მტკიცდება. ის, რომ მას ფიქტიური ჩარიცხვები აქვს დოკუმენტურად მტკიცდება. ჩვენს ქვეყანაში, შეუძლებელია, 40 მილიონი დახარჯო თუ ბიძინა ივანიშვილის თანხმობა არ გაქვს. შიზოფრენიის მსგავსია, რომ ჩვენ, „ნაცები“ და „ქოცები“ ერთად გვარამიას ვებრძვით, იმდენად არაადეკვატურად გამოიყურება, მგონია, უბრალოდ კარგად მეტყველებს გვარამიას მდგომარეობაზე“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.









