"თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას თქმით, საჯაროდ დადასტურდა თუ რა მოხდა ოპოზიციურ სპექტრში, ვინ იყო ამაში დამნაშავე, როგორ გაანადგურეს მთელი ოპოზიციური ინფრასტრუქტურა და ნიკა გვარამიას ახლა ამ ბრალდებებისთვის აქვს პასუხები გასაცემი.

"საჯაროდ დადასტურდა თუ რა მოხდა ოპოზიციურ სპექტრში, ვინ იყო ამაში დამნაშავე და როგორ გაანადგურეს მთელი ოპოზიციური ინფრასტრუქტურა. ნიკა გვარამიას ახლა ამ ბრალდებებზე აქვს საპასუხო და ამიტომ გადმოერთო ამ შიზოფრენიულ ბოდვებში ჩვენთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თითქოს ხან "ქოცებს" ვეკვრით, ხან მიშას ვეკვრით და ხან მიშაა "ქოცებთან" შეკრული და ყველანი ერთად მათ ვებრძვით. ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს. ასეთი რა დავმართეთ არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან ვატკინეთ იმიტომ, რომ ჩვენ პირში ვუძრახეთ და არავის არ მოსწონს, როდესაც საჯაროდ ასე ექცევიან", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ: "ნაციონალურ მოძრაობას", "ახალსა" და იაგო ხვიჩიას შორის ღია თავდასხმების მიზეზი ისევ ფინანსური გარიგებები, 40 მილიონი და ნიკა გილაურის თემაა.