პირველ რიგში ვეუბნები საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ამ საღამოს ჩამოდის ვილნიუსში და რომლის მთავარი საქმე, გარდა მოყოლისა ყველასთვის, როგორ ეკუთვნის ქართველ ხალხს სტატუსი, არის ზუსტადაც რომ ასეთი თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების შეწყალება და საქმით იმის დამტკიცება, რომ საქართველოში თავისუფლება პატივცემულია ვინმეს მიერ მაინც და ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც უნდა მივიღოთ სტატუსი, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„ლაზარე გრიგორიადისი დღეს არის ნამდვილად პირადი ტყვე რეჟიმის. მას მიუსაჯეს წელიწად-ნახევარი სრული სისულელისთვის, რამდენიმე წლის წინ დაწყებული საქმისთვის, რომელიც ეხება მისსა და მამამისს შორის შელაპარაკებას. მიუსაჯეს იმიტომ, რომ იმყოფება პატიმრობაში აბსურდული მოლოტოვის კოქტეილის საქმისთვის, რომელსაც ვერ უმტკიცებენ, ვერც მტკიცებულებები მოაქვთ და იმისთვის რომ მას გასდიოდა პატიმრობის ვადა და იძულებულნი იყვნენ, რომ გაეშვათ, სასწრაფოდ შეთხზეს ეს მეორე საქმე, უფრო სწორად, ვითომ დაამთავრეს და ამ მეორე საქმის გამო მიუსაჯეს წელიწადნახევარი

მე ვარ ლაზარე,
შენ ხარ ლაზარე, 
ყველანი ვართ ლაზარეები და ვისაც თავისუფლება გვიყვარს ყველანი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ბიჭი გარეთ გამოვიდეს.

გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი? - ვნახოთ. თუ ვათავისუფლებთ ადამიანს ვინც ტყვეობაში იმყოფება, მაშინ ვიმსჯელოთ ამაზე. თუ ვერ ვათავისუფლებთ, არ ვათავისუფლებთ და ეს არ გვაინტერესებს, სოციოლოგია არ არის პასუხი იმაზე, გვეკუთვნის თუ არა კანდიდატის სტატუსი. არც ჩვენი ისტორია და არც ციტატები "ვეფხისტყაოსნიდან";

ამას პირველ რიგში ვეუბნები საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ამ საღამოს ჩამოდის ვილნიუსში და რომლის მთავარი საქმე, გარდა მოყოლისა ყველასთვის, როგორ ეკუთვნის ქართველ ხალხს სტატუსი, არის ზუსტადაც რომ ასეთი თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების შეწყალება და საქმით იმის დამტკიცება, რომ საქართველოში თავისუფლება პატივცემულია ვინმეს მიერ მაინც და ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც უნდა მივიღოთ სტატუსი.

ეს და არა აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან და არა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციიდან ამონარიდები და არა სოციოლოგიური კვლევების შინაარსი. ზუსტად თავისუფლების პატივისცემა, თავისუფლებისთვის ბრძოლა და ევროპული ღირებულებების ერთგულება არის ის, რის გამოც შეიძლება ან ვიმსახურებდეთ ამ სტატუსს, ან არ ვიმსახურებდეთ. მზა პასუხი ამაზე, როგორიც ჰგონია ზოგიერთებს, რომ არსებობს, კი, რა თქმა უნდა ვიმსახურებთ, არ არსებობს ასეთი მზა პასუხი. ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ და დავამტკიცოთ ამ წუთში და აქ, მათ შორის და პირველ რიგში ლაზარეს გამოხსნის საქმით.

წარმატებები ყველას ლაზარეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

მე ვარ ლაზარე, 
შენ ხარ ლაზარე, 
ყველანი ვართ ლაზარეები და ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის და რაც მთავარია, ვიბრძვით თავისუფლებისთვს ",- აცხადებს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ მამის დაჭრის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.