ფეხმოუცვლელად ვდგავართ და ვიცავთ ჩვენს მომავალს! რამდენიც არ უნდა გვდიონ, არსად არ წავალთ - სხვა სამშობლო ჩვენ არ გვაქვს! - ამის შესახებ თსუსთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

შევხვდებით 19:00 საათზე მელიქიშვილზე!ჯიუტად, გამბედავად, ყოველგვარი უკანდახევის გარეშე - ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! ემოციებიც უნდა ჩავაცხროთ - ამ რუსის ომონზე ვიშვიშის და ბრაზის დრო არ გვაქვს, ფეხებზე დავიკიდოთ. თსუ-ს ისტორიულ სირცხვილს, საკუთარივე სტუდენტების მარბიელ რაზმს რო მისცა თავშესაფარი და თავდასხმის ლოკაციად აქცია, ასევე მერე გავცეთ პასუხი. ფეხმოუცვლელად ვდგავართ და ვიცავთ ჩვენს მომავალს! რამდენიც არ უნდა გვდიონ, არსად არ წავალთ - სხვა სამშობლო ჩვენ არ გვაქვს!

ps უძინარებმა - გამოიძინეთ, ვისაც დაგეზარათ - აღარ დაგეზაროთ.