დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო, საქართველო ჩვენია, ჩვენ მივდივართ ევროპაში, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა. აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთით სუს-ის შენობასთან შეჩერდნენ.
მისი თქმით, ყველას მოუწევს მოქალაქეებისთვის წართმეულის დაბრუნება.
„საქართველო ჩვენია, წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსოვდეთ, ემსახურეთ საქართველოს, გაანებეთ თავი ივანიშვილს. ის წავა და თქვენ დარჩებით, თვალებში უნდა ჩახედოთ შვილებს, ცოლებს, ქმრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანამოქალაქეებს. დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო. საქართველო ჩვენია, ჩვენ მივდივართ ევროპაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ მეტროსადგურ „უნივერსიტეტიდან“ და მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“.
აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით მივიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.
მსვლელობის მონაწილეების თქმით, მოქალაქეებმა უნდა გაიღვიძონ და აქციებს შეუერთდენენ. ასევე, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავარი პროტესტი უნდა იყო იმ დღეს, როცა ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს და პარლამენტის პირველი სესია შეიკრიბება.
ჯერ უცნობია, სად დასრულდება მსვლელობა.