კამერის წინაშე დავდეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევალთ არავინ წარდგენილი სიიდან. ამას ითხოვს ხალხი, - ამის შესახებ  კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს, ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს. მარტო ამ ნაწილშია სანდო ეს სიყალბის სიმბოლო დაწესებულებები და დანარჩენში ტყუის?! 
კამერის წინაშე დავდეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევალთ არავინ წარდგენილი სიიდან. ამას ითხოვს ხალხი, ეს გავაკეთეთ და არ უნდა მიზეზების ძიება და პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება!“, - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი.