ენმ-ს დროს ჟანგბადი გადაიკეტა ოპოზიციისთვის, რეალურად გულწრფელები რომ ვიყოთ, დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები, ანუ სხვაგან ჟანგბადი არ მოიპოვება,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „გირჩი ტვ"-ს ეთერში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრობის“ მძიმე შეცდომა მგონია, ის რომ 2012 წელს მოიგო ბიძინა ივანიშვილმა, მგონია, რომ ეს მათი მძიმე შეცდომების ბრალია და არა იმ ნაწილში რა შეეშალათ, ციხე იქნება ეს თუ გირგვლიანის საქმე თუ ა.შ... ეს არის ის პრობლემები, რომლებიც დღემდე აკიდია „ნაციონალურ მოძრაობას“. პრობლემა იყო ის რომ იმდენად გადაიკეტა ჟანგბადი, რომ გამარჯვების შანსი დარჩა მანიაკალურ მიმდინარეობას, რასაც ჰქვია ბიძინიზმი.

ჟანგბადი გადაიკეტა ოპოზიციისთვის, რეალურად გულწრფელები რომ ვიყოთ, დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები, ანუ სხვაგან ჟანგბადი არ მოიპოვება. ანუ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მე მაგაში ღრმად დარწმუნებული ვარ. 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეცვლილიყო, ყოველ შემთხვევაში, პაუზა მაინც უნდა გაეკეთებინა, როგორც სახელისუფლებო პარტიას და სხვა მოსულიყო ხელისუფლებაში, მგონია, რომ მერე მიბრუნდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მოხდა, ის რომ ამ ნაბიჯების გამო, გაიმარჯვა იმან, ვისაც შეეძლო სიტუაციის აფეთქება. უბრალოდ, როცა ყველაფერი დახშულია, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.