„ნაციონალური მოძრობის“ მძიმე შეცდომა მგონია, ის რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა მოიგო. გაიმარჯვა იმან, ვისაც შეეძლო სიტუაციის აფეთქება. უბრალოდ, როცა ყველაფერი დახშულია, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „გირჩი ტვ"-ს ეთერში განაცხადა.
„პირველ რიგში, ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ეს ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალა და თან შეცვალა ძალიან გამართულად. თუმცა 2004 წლის ვითარება და თუნდაც პოსტ ქოცური, პოსტ ბიძინა ვითარება, განსხვავებულია ძალიან და არა მხოლოდ პოსტ ბიძინა, არამედ ბოლო რამდენიმე წელი. რევიზიონიზმის პერიოდი იყო ეს, მეც მიმიღია ამაში მონაწილეობა, როგორც თანამდებობის პირს, მაგრამ შედეგობრივი თვალსაზრისით, ამან კარგი არაფერი მოიტანა. „ნაციონალური მოძრობის“ მძიმე შეცდომა მგონია, ის რომ 2012 წელს მოიგო ბიძინა ივანიშვილმა, მგონია, რომ ეს მათი მძიმე შეცდომების ბრალია და არა იმ ნაწილში რა შეეშალათ, ციხე იქნება ეს თუ გირგვლიანის საქმე თუ ა.შ... ეს არის ის პრობლემები, რომლებიც დღემდე აკიდია „ნაციონალურ მოძრაობას“. პრობლემა იყო ის რომ იმდენად გადაიკეტა ჟანგბადი, რომ გამარჯვების შანსი დარჩა მანიაკალურ მიმდინარეობას, რასაც ჰქვია ბიძინიზმი.
ჟანგბადი გადაიკეტა ოპოზიციისთვის, რეალურად გულწრფელები რომ ვიყოთ, დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები, ანუ სხვაგან ჟანგბადი არ მოიპოვება. ანუ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მე მაგაში ღრმად დარწმუნებული ვარ. 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეცვლილიყო, ყოველ შემთხვევაში, პაუზა მაინც უნდა გაეკეთებინა, როგორც სახელისუფლებო პარტიას და სხვა მოსულიყო ხელისუფლებაში, მგონია, რომ მერე მიბრუნდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მოხდა, ის რომ ამ ნაბიჯების გამო, გაიმარჯვა იმან, ვისაც შეეძლო სიტუაციის აფეთქება. უბრალოდ, როცა ყველაფერი დახშულია, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.