გახარიას კომუნიკაციური პრობლემები აქვს და მას ნამდვილად სჭირდება, რომ ეს გამოასწოროს, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„გახარიას პრობლემები ექნება არა ორნიშნა რეიტინგის, არამედ 5 %-იანი ბარიერისაც, იმიტომ რომ გახარიას კომუნიკაციური პრობლემები აქვს და მას ნამდვილად სჭირდება, რომ ეს გამოასწოროს... ეს უკვე აღარ არის სტილი, ეს უკვე შეცდომა და ამ სტილით ბიძინა ივანიშვილმა იხეირა თავის დროზე. ის იყო პრემიერი, არც თუ ყველაზე წარმატებული, ჩემი შეფასებით, მაგრამ შლეიფი დარჩა წარმატების... მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, გახარიას მარცხი მე არ გამიხარდება, პირიქით. ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს, მისივე ყულაბიდან ამოუღებს ხმებს, მით უმეტეს მხოლოდ მივესალმები ამას, მაგრამ რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.