"დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი." - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთერთი ლიდერი, ტვ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი.მთავარია ქვეყანა არ დაიხუროს, თორემ მერე გინდა დახურე, გინდა გახსენი, აზრი არ ექნება არაფერს", - წერს ნიკა გვარამია.
ცნობისათვის: „მთავარი არხის“ ჟურნალისტები ტელევიზიიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებენ და წერენ, რომ 1 მაისიდან არხი მაუწყებლობას წყვეტს. თანამშრომლების თქმით, მათ ამის შესახებ დღეს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ შეატყობინა.