"პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი იქნება კარგად. ყველანაირი გეგმა არსებობს, რაღაცები ითქმება, რაღაცები ვერ, მაგრამ ხალხის ჩართულობით, პირველ რიგში, ჩვენ მივაღწევთ შედეგს. არჩევნების შედეგები გაბათილდება, იქნება ხელახალი არჩევნები და სამშობლო წავა იქით, საითკენაც უნდა მიდიოდეს." - ამის შესახებ  "ახალი"-ს ლიდერმა ნიკა გვარამიამ,  "ძლიერი საქართველოს" ოფისში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სამ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

" ქართველი ხალხის ნება იქნება დაცული. მე მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო იმის გამო, რომ აქამდე შეიძლება რამე არ გვითქვამს, მაგრამ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ უშეცდომოდ. სიჩქარის და ემოციების დრო ახლა არ არის," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, შეხვედრას არ ესწრებოდა "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლები.