კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის შეფასების ყველა პუნქტი მისთვის მისაღები არ არის.
მისი თქმით, ოდირის დასკვნა მისთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დაეთანხმოს.
„ოდირის შეფასებას, ძალიან ბევრ პუნქტს ვეთანხმები დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა შეფასების ყველა პუნქტი ჩემთვის მისაღები არ არის. ოდირის დასკვნა ჩემთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დავეთანხმო. ბოდიშს გიხდით, რა თქმა უნდა“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.