ხმა მივეცი ცვლილებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, ხმა მივეცი კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და იქნება ზეიმი.

„ხმა მივეცი ცვლილებას, ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, ხმა მივეცი კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს. მოვუწოდებ ყველას, ხმის მიცემის დროს იფიქროთ ჩვენს შვილებზე, ჩვენს წინაპრებზე, მათ დანაბარებზე და დანატოვარზე და წავიყვანოთ საქართველო იქით, რაც მისი ისტორიული არჩევანია და მომავალი თაობების არჩევანია – ეს არის ევროპა. ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს ერთმნიშვნელოვანია და იქნება ზეიმი, აუცილებლად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.