რა მნიშვნელობა აქვს, ბორელთან, ან მიშელთან შეხვედრის მერე რას იტყვის კობახიძე, მთავარია, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“,- ამის შესახებ „მთავარი არხის“დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რეალურად ხდება ხელისუფლების მიტაცება ამ ეტაპიდან, ხელისუფლების უზურპაცია მარტო არჩევნების ან სხდომის ოქმების გადაკეთებით კი არ ხდება, ხელისუფლების უზურპაცია ხდება მაშინ, როცა მთელი პოლიტიკური სივრცე დახურულია და ოცნება ითვისებს პოლიტიკურ ინსტიტუციებს.
მნიშვნელობა არ აქვს გზავნილები რა აქვს პრემიერმინისტრ კობახიძეს, მთავარია, რას გააკეთებს ქართული ოცნება. ქართულმა ოცნებამ ჩააგდო ვენეციის კომისიის შენიშვნები და მიიღო კანონი, რომელიც არის ავტორიტარული საარჩევნო კანონი, რომელიც ერთ პოლიტიკურ პარტიას აძლევს სრულ შესაძლებლობას, აკონტროლოს არჩევნები. რა მნიშვნელობა აქვს, ბორელთან შეხვედრის მერე რას იტყვის კობახიძე, ან მიშელთან შეხვედრის მერე რას იტყვის, ეს ხომ არის მთავარი განაცხადი ოცნების მიერ... ამ არჩევნებს არავინ მისცემს ლეგიტიმაციას, როგორც არ უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემ, ამის იმედი ნუ ექნება ოცნებას“, - ამბობს ნიკა გვარამია.