ხელისუფლება დღეს ებრძვის თუნდაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს ინტელექტუალურ ელიტას წარმოადგენენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.
მისი თქმით, თავისუფალი აზრის წინააღმდეგ ბრძოლა ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.
„საფუძველი არსებობს იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი კრიტიკულად იყოს განწყობილი თქვენი ხელისუფლების მიმართ. მგონია, რომ ისევ და ისევ დემოკრატიას შეექმნება ამ შემთხვევაში პრობლემა. ხელისუფლება დღეს ებრძვის თუნდაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს ინტელექტუალურ ელიტას წარმოადგენენ.
თავისუფალი აზრის წინააღმდეგ ბრძოლა ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. მათ შორის, როგორც „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეების, მომხრეების და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა ჩიტაძემ.






