საპარლამენტო უმცირესობის წევრი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ პაატა ლეჟავა 2011 წლის 26 მაისს მოკლული სულიკო ასათიანის ოჯახს აშანტაჟებდა და ემუქრებოდა, - განაცხადა „აიპრესთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ.
 

დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა რომ სულიკო ასათიანის ოჯახმა ამის შესახებ პროკურატურას მიმართა, დღემდე საქმე არ არის გამოძიებული და დეპუტატი პაატა ლეჟავა დაკითხვაზე არცკი დაუბარებიათ. 

„2011 წლის 26 მაისს სულიკო ასათიანი კვინტრაძესთან ერთად მოკლეს და მაღაზიის თავზე დააგდეს. ვერ ვიტყვი, რომ გამოძიება თაროზეა შემოდებული, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე ის ადამიანი, რომელიც დადიოდა სულიკოს ასათიანის ოჯახში, ემუქრებოდა, აშინებდა და ეუბნებოდა, თუ არ დაანებებდნენ სამართლიანობის ძებნას თავს... საუბარია სულიკო ასათიანის მეუღლეზე და შვილზე.

- ვინ არის დეპუტატი, რომელიც სულიკო ასათიანის ოჯახს ემუქრებოდა და აშანტაჟებდა?

- საუბარია პარლამენტის წევრზე, დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, პაატა ლეჟავაზე, რომელიც მაშინაც დეპუტატი იყო და დღეს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარის მოადგილეა. მასზე პროკურატურაში ჩვენება აქვს მიცემული სულიკო ასათიანის მეუღლეს. მე არ მესმის მთავარმა პროკურატურამ დღემდე რატომ არ დაკითხა ლეჟავა, მერე რა რომ პარლამენტის წევრია?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ დათო ლორთქიფანიძის ბრალდებებზე „აიპრესი“ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს ფრაქცია „ნაციონალებიდან“ პაატა ლეჟავას დაუკავშირდა, რომელმაც მასთან ჩაწერილი კომენტარის გამოქვეყნება უცვლელად და სრული სახით მოგვთხოვა. 

მსგავსი სახის გამონათქვამებს "აიპრესი" კატეგორიულად ემიჯნება, თუმცა ამ შემთხვევაში პარლამენტარის ინტერვიუს გთავაზობთ სრულად. უპირველეს ყოვლისა, ამას რესპოდენტი ითხოვს დაჟინებით და გარდა ამისა, სზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, თუ როგორი ტერმინოლოგიით საუბრობენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

- ბატონო პაატა, "აიპრესთან" დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თქვენ აშანტაჟებდით და ემუქრებოდით სულიკო ასათიანის მეუღლესა და შვილს. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, ადასტურებთ თუ არა ამ ფაქტს და რა შეხების წერტილი გაქვთ კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით და ამ ოჯახთან დაკავშირებით, უფრო სწორად ამ მუქარაზე მაქვს საუბარი.

- ვერ გავიგე რა მუქარაზეა ლაპარაკი. ჩემო კარგო, ეგზგუმაცია მოახდინეს და არანაირი სხვა შედეგი არ დამდგარა. თუ არ დამდგარა, მაშინ რა ხდება? მაშინ პასუხი აგოს „ქართულმა ოცნებამ“ და იმ ადამიანებმა ვინც... ეგზგუმაციის შედეგად , არანაირი შედეგი არ დამდგარა
დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ თქვენ სულიკო ასათიანის ოჯახში იყავით მისული, ესაუბრეთ თუ არა მის მეუღლესა და შვილს და რა მუქარაზე საუბრობს?

შეგიძლიათ გადაამოწმოთ , იმ დღეს ვიყავი ბათუმში საკუთარ ცოლშვილთან და ჩემს ოჯახთან ერთად. როგორ უნდა ვყოფილიყავი მაშინ იქ?! 
მე არ გეკითხებით, სად იყავით 26 მაისს. დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ თქვენ 26 მაისის მოვლენების შემდეგ, ემუქრებოდით ასათიანის მეუღლესა და შვილს.

მომხდარზე მოხდა გამოძიება, ანუ საგამოძიებო ორგანოებმა მოახდინეს ეგზგუმაცია და შედეგი დადგა ის, რომ აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ ყოფილა და ისევ დამარხეს უკან. მე პირიქით ვედავები გამოძიებას. როცა მე ბრალს მდებენ, რომელიც არ არსებობს, ამ შემთხვევაში პასუხი უნდ აგოს გამოძიებამ, სახელმწიფო სტრუქტურებმა და ფული გადაიხადოს აქეთ.

- ბატონო პაატა, ფულს რისთვის ითხოვთ, თქვენ რაში გდებენ ბრალს?

- მე რა ვიცი რაში მდებენ, და ფეხებზე მკიდია რაში მდებენ კიდე რა...

მე ვდებ ბრალს რომ, აი ამ ჩემი ბრალის გამო, როცა მას ვერ ამტკიცებენ, აქეთ ფული უნდა გადამიხადონ, ბოდიში უნდა მომიხადონ და თუ არ გადამიხდიან, მაგათი დედის გინებას დავიწყებ ბოლომდე.

ბატონო პაატა, თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრი ხართ, საუბრობთ ჟურნალისტთან, თან გარდაცვლილის ოჯახზე და გინება ცოტა არაკორექტულია, ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი ასე არ უნდა საუბრობდეს.

ეს თქვენ გგონიათ, რომ არაკორექტულია. მომისმინე ჩემო კარგო, ძალიან მარტივია, როცა ბრალს გდებენ ადამიანს, რომელსაც არანაირი ბრალი არ მიუძღვის და ის ითხოვს შესაბამისად ბოდიშის მოხდას და ა. შ ეს ყველაფერი არის ძალიან კორექტული რა!  

- ბატონი დავით ლორთქიფანიძე საუბრობს, რომ თქვენ აშანტაჟებთ ამ ოჯახს, მეუღლეს და შვილს პაატას...

 დამიმტკიცოს! 

- თქვენ ამ ფაქტს არ ადასტურებთ ?

- რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. 

- მაშინ რის დამტკიცებას ითხოვთ?

- მე რა უნდა ვამტკიცო. იმან უნდა ამტკიცოს, რომ მე ამას ვაკეთებ. მე როგორ შეიძლება ვამტკიცო, რომ მე ამას არ ვაკეთებ. თქვენ ხართ ჟურნალისტი და მე ვარ იურისტი. მტკიცების ტვირთი არის იმაზე, რომ მან უნდა ამტკიცოს. ერთი მტკიცებულება მაინც მოიტანოს იმისი და თუ ამას არ მოიტანს, თქვენ ჟურნალისტი რომ ხართ, თქვენ ჟურნალისტი თუ ამას გააჟღერებთ, რომ პაატა ლეჟავამ ეს გააკეთა, ეს არის თვენი მტკიცების ტვირთი, ამაზე მე გიჩივლებთ და პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ამ პროცესს წააგებთ. ჩემი მტკიცების ტვირთი არ არის, ჩემი მტკიცების ტვირთო მერე იქნება. თუ თქვენ ვერ წარმოადგენთ მტკიცებულებას, რომ ეს მე გავაკეთე, ამ შემთხვევაში ბოდიში უნდა მოიხადოთ და არა მარტო ბოდიში მოიხადოთ, არამედ ფინანსურად უნდა აგოთ პასუხი.

- ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ თუ დაგიბარათ, დაგკითხათ?

- არასდროს! ეგზგუმაცია მოახდინეს გვამის და მის მიერე მიყუჩდა ყველაფერი. ამიტომ, დათო ლორთქიფანიძეს პირიქით, იქით აქვს ბრალი წასაყენებელი.

- რაში უნდა წაუყენონ ბრალი?

- მინიმუმ ცილისწამებაში. ის ცდილობს ეს თემა წამოწიოს და სიაში ჩაჯდეს. ჩემს ფეხებს ჩაჯდება სიაში. აი ასე გადაეცით მაგას. დაწერეთ, პაატა ლეჟავამ თქვა, ჩემს ფეხებს ჩაჯდება, იმიტომ რომ ეს რაც გამოიყენა თავის დროზე, დღესაც ჩემს ფეხებს გამოიყენებს. 

პირდაპირ დაწერეთ, რასაც გეუბნებით, მე სულელი არ ვარ, ამას მეც ვიწერ. ეს გამოიყენა 2012-ში და დაადებილა ივანიშვილი, სიაში ჩაასმევინა თავი. დღეს ჩემს ფეხებს დაადებილებს კიდევ რა... ზუსტად მიხვდნენ ისინი, რომ ეს დებილი, არაფრის მაქნისი, უვარგისი ადამიანი... ასათიანის ოჯახი არაფერ შუაში იყო ჩემთან, ამაში „ქართული ოცნება“ მილიონი პროცენტით არის დარწმუნებული. 

- ბატონო პაატა, აქვე ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას კიდევ ერთხელ - მიმაჩნია რომ, როგორც რესპოდენტი, პარლამენტის წევრი ასეთი ტერმინით არ უნდა საუბრობდეს.

- რა თქმა უნდა, ჩემო კარგო. პირდაპირ გეუბნებით: ეს არის დებილი, დეგენერატი, უვარგისი ადამიანი. თუ „ქართული ოცნება“ მას მიიღებს, ერთი და იგივე იქნება ჩემთვის დათო ლორთქიფანიძე და "ქართული ოცნება". მე პირადად ორივეს მიმართ ერთი და იგივე დამოკიდებულება მექნება. გადაუგზავნეთ ახლა ეს ლორთქიფანიძეს და უთხარი, პაატა ლეჟავას დამოკიდებულება არის ეს. 

- ბატონო პაატა, არ ვაპირებ არავისთან არაფრის გადაგზავნას 

- ჩემო კარგო, ზუსტად ვიცი საიდან მოდის ეს სიტუაცია.

- ბატონო პაატა თქვენი ხმა იკარგება...

- რა თქმა უნდა, გეკარგებათ, არ გინდათ გაიგონოთ... 

 

პ.ს. "აიპრესი" დეპუტატ დათო ლორთქიფანიძიე მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.