„ჩვენ გვაქვს წინადადება მთავრობისთვის, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო გადაეცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომელიც გაცილებით უკეთესად მიხედავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მთავრობა. ყველა ოპოზიციურ პარტიას კი ვთავაზობთ ამ თემის ირგვლივ გაერთიანებას იქ მომუშავე პერსონალს კი ვპირდებით, რომ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდით.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან მეტრეველმა განაცხადა.
„სამწუხაროდ ის პროგნოზი, რომელიც მე პირადად მქონდა გასული წლის მარტის თვეში, რომ მთავრობა აპირებდა ამ საავადმყოფოს დანგრევასა და გაუქმებაზე, გამართლდა. აქვე მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ როგორც ჩანს რაღაც სხვა ინტერესია. ალბათ, ამ საავადმყოფოს დანგრევიდან რაღაც ნაწილს გადასცემენ რომელიმე ინვესტორს, რომელიც საცხოვრებელ ძვირადღირებულ კომპლექსს ააშენებს ან „შოპინგ მოლს“. მაგრამ მთავარი ამბავი აქ არის ორი რამ, ერთი ის, რომ ეს ადამიანები- ექიმები, ექთნები, ტექნიკური პერსონალი, ადმინისტრაცია რჩება უმუშევარი და ვერანაირად ვერ დავიჯერებ მთავრობის სრულიად არასერიოზულ დაპირებას, რომ გადაანაწილებენ სხვა კლინიკებში, ასეც რომ იყოს ეს უკვე დანაშაულია, რადგან ეს საავადმყოფო წლებია არის ქართული მედიცინის სიმბოლო, აკადემიური და კლინიკური მედიცინის ეროვნული ცენტრი და ამას ყველაფერს ქმნიან ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ.
აქვე მინდა გაითვალისწინოთ, რომ ამ საავადმყოფომ და სამედიცინო უნივერსიტეტმა ერთად აღზარდეს მთელი ათეულობით თაობები ქართველი ექიმების, რომლებიც დღემდე მუშაობენ და ათასობით პაციენტი ჰყავთ გადარჩენილი და ჩვენ მთავრობის კარნახით ამაზე უნდა ვთქვათ უარი, ნურას უკაცრავად, ეს ასე არ გამოვა, ამ საავადმყოფოს აქვს განვითარების პერსპექტივა, ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, მე მაქვს პირადად ამის გამოცდილება, ამიტომ გთავაზობთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პირველ რიგში კოლეგებს მათ გვერდში დგომას, გთავაზობთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ამ საკითხის გარშემო გაერთიანებას, აქ არანაირ პოლიტიკურ განსხვავებას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს ყველას პრობლემაა. აქვე გვაქვს ერთი წინადადება მთავრობისთვის , ალბათ ამას არ შეისმენენ, მაგრამ მინდა აქვე ვთქვა, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი ამ კრიტიკულ სიტუაციაში არის ის, რომ ეს საავადმყოფო გადაეცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, როგორც ეს იყო ადრე და მე ღრმად ვარ დარწმუნებული ,რომ უნივერსიტეტი და მისი ძალიან დიდი და ცნობილი აკადემიური კოლექტივი ამ საავადმყოფოს გაცილებით უკეთესად მიხედავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მთავრობა. ასე რომ ველით გამოხმაურებებს, ღია ვართ ყველასთან თანამშრომლობაში, ველოდებით საავადმყოფოს კოლექტივს, რომ მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენ მათ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდით და დავიწყოთ ოპოზიციურ პარტიებთან ღია დიალოგი, რომ სასწრაფოდ ეს საკითხი გადაწყდეს.“ - განაცხადა ლევან მეტრეველმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა - რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი