„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ირპენიდან ჩამოყვანილ უკრაინელ ბავშვებს ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში უმასპინძლა.
“ძალიან კარგი და დროული აქციაა მიშა სააკაშვილის ინიციატივით, რომ კონკრეტულად ირპენიდან, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქიდან ჩამოვიდნენ ბავშვები, რომლებიც დაისვენებენ, გაეცნობიან საქართველოს და ასევე მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ნახონ ღირებულებითი სხვაობა როგორი საკარმიდამო სახლი, ვენახი და მამული აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და როგორი ჰქონდა მათ შორის იანუკოვიჩს, რომელიც მუზეუმად არის ქცეული - უზარმაზარი სასახლეები და რამდენიმე ათეული დახარჯული მილიონი, რადგან ასეთი ღირებულებითი სისტემა ჰქონდა იანუკოვიჩის რეჟიმს. ასევე, ჩვენთვისაც, ქართველებისთვის კიდევ უფრო საინტერესო შეიძლება იყოს, რომ აქ არის მიშა სააკაშვილის მამული და აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში ივანიშვილის რეჟიმის, მარიონეტის მიერ გადაჭრილი კუდიგორა, სადაც შემოდგეს სახლი, რადგან კარგი ხედები ჰქონდეთ და ალაზნის ველს ზემოდან დაჰყურებდნენ ამ რეჟიმის წარმომადგენლები.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა
„ეს ბავშვები პრეზიდენტის ინიციატივით ჩამოვიდნენ საქართველოში. რუსეთის პატიმრობიდან რაც შეუძლია პრეზიდენტ სააკაშვილს აკეთებს ყველაფერს - საერთაშორისო პრესასთან ურთიერთობით, საერთაშორისო ლიდერებთან ურთიერთობით, ეხმარება როგორც შეუძლია მის მეორე სამშობლოს უკრაინას და სიმბოლური აქტი არის, რომ ირპენიდან ჩამოსული ბავშვები დღეს მოვიყვანეთ მის მამულში. მე იმედი მაქვს, რომ მალე დამთავრდება ომი, რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებით და პრეზიდენტ სააკაშვილს დაუბრუნდება თავის ისტორიულ და მეორე სამშობლოს საქართველოს და უკრაინას აქტიური პოლიტიკით.“ - განაცხადა გიორგი ჩალაძემ