ოპოზციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, რომელმაც პარლამენტის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობას ბოიკოტი გამოაცხადა, სოციალურ ქსელში საკუთარ პოლიტიკურ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც აღნიშნული მიზეზის გამო სასესიო დარბაზში ვერ გაჟღერდა:

"პოლიტიკური განცხადება, რომელიც დაიწერა, მაგრამ ბოიკოტის გამო სასესიო დარბაზში ვერ გაჟღერდა.

მოგესალმებით დეპუტატებს და საზოგადოებას!..

ქართული ოცნების მიერ გადაწყვეტილებების გაცხადებისას ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა აგვირჩია და ჩვენ ამ ხალხის დაკვეთას ვასრულებთო.

პარტია სახელმწიფოსთან გაქვთ გაიგივებული- ვისაც ჩვენ არ მოვწონვართ, ქვეყნის მოღალატეაო.

ხალხმა ჩვენ აგვირჩია და ჩვენ თუ არ მოგწონვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი არ მოგწონთ,

თქვენი ხალხი,

ჩვენი ქვეყნის შვილები არ მოწონთ

და ხალხი თუ არ მოგწონთ,

ესე იგი ქვეყანა არ მოგწონთ და

ესე იგი მიღალატე ხარო.

ასეთია თქვენი ლოგიკა.

ჩვენი დაწუნება ქვეყნის ღალატია, რადგან ჩვენ ვართ ქვეყნის ხმაო.

არადა, აღარ გაქვთ უფლება ილაპარაკოთ ამომრჩევლის სახელით,

რადგან კი აგირჩიათ, გაყალბებული იყი თუ რაც იყი, გაყალბების ზღვართან მდგომი ოფიციალურად როგორც ოდირმა შეაფასა წინა არჩევნებისას,

მაგრამ

აგირჩიათ ხალხმა კონსტიტუციით გარანტირებული დასავლური ვექტორის გამოც.

ახლა ევროკავშირის დროშები კი გიდევთ მუდმივად მერხებზე, მაგრამ ქმედება აღარ გაქვთ დასავლური.

იქამდე, რომ ის ევროპელები და ამერიკელები გეუბნებიან,

რომ დეკოკრატიას ძირს უთხრიო და უთხრი იმიტომ, რომ მმართველობის სტილით აშკარად დაემსგავსეთ ავტირიტარულ ქვეყნებს და დასავლეთს უგანეთ და ჩინეთთან და ირანთან

მეგიბრობთ ახდილად და რუსეთთან ჯერ მალულად,

მაგრამ ქვეყნის მოსახლეობას ვერ უმხელთ, რომ დასავლური კურსი იცვალეთ.

ვერ უმხელთ, რადგან იცით, რომ იმ მოსახლეობას რუსეთის თუ ჩინეთის თუ ირანის მეგობრობისთვის არ აურჩევიხართ

და რომ გაუმხილოთ ახალ გზას რომ დაადექით, - მოსახლეობის

რისხვისა გეშინიათ, ამომრჩევლის დაკარგვისა გეშინიათ.

ამიტომ აღარ გაქვთ მოსახლეობის სახელით საუბრის უფლება.

არც მორალური უფლება აღარ გაქვთ, რადგან ხალხს ატყუებთ.

არც იურიდიული უფლება არა გაქვთ - კონსტიტუციას არღვევთ,

არც რიცხობრივი უფლება აღარ გაქვთ - თქვენი ახალი კურსის მიმდევარი რეალურად მოსახლეობის 3% თუ იქნება, და არჩევნებში 20% თუ მიიღებთ ადმინისტრაციული რესურსიდან, როგორც ყოველთვისაც ხდება წასასვლელი მთავრიბის მაინც მომხრეთაგან.

მართლა დემოკრატიული ქვეყანა რომ ვიყოთ, ან გვინდოდეს, რომ დემოკრატიული ვიყოთ, როგორც კი ხელისუფლება იგრძნობს, რომ ხალხი აღარ უჭერს მხარს მის გადაწყვეტილებებს, - გადადგება და ხელახლა ჰკითხავს ხალხს, ახლა სხვა გეზი მაქვს, წითელ ვარსკვლავს მივდევთ, და ვის მოგწონვართო,

და ნახავდით, რამდენი გამოგყვებიდათ.

თქვენც იცით, რომ ცოტა, ძალიან ცოტა, და მაგიტომაც არ იშორებთ ევროკავშირის დროშებს.

ახლა გადადგომის დროც წასულია, 2 თვეში არჩევნებია, მაგრამ

იმის დრო კი არის, რომ ხალხის სახელით აღარ ილაპარაკოთ.

თორემ აბა გასწიეთ გვერდით ევროკავშირის დროშები, როგირც მათი პატრონები გადასწიეთ ჩინეთ- ირან- რუსეთის უკან, და მერე კი მოსახლეობიდან მცირეზე მცირეს დაინახავთ თქვენს გვერდით და თქვენს მოიმედეს.

ამიტომ ილაპარაკეთ მთავრობის სახელით, პარლამენტის უმრავლესობის სახელით,

საპატიო თავმჯდომარის სახელით, თუ გინდათ

და არამც და არამც ქვეყნის მოსახლეობის სახელით.

ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება თქვენ უკვე წართმეული გაქვთ!..

მმართველობის უფლებას კი არჩევნებზე დაკარგავთ!.

გმადლობთ."