აბა, რა არის ამ კანონში რუსულიო, დაფრინავენ იმედისა და პოსტ ტვ მიკროფონები პარლამენტში. - აბა რომელი მუხლი და რომელი პუნქტია რუსული და აბა რა არის. იქ რუსულიო , - ასე აქვთ შედგენილი კითხვარი ჟურნალისტებს და მერე სიუჟეტებში რიხით ამბობენ; არგუმენტირებული პასუხი არ აქვს ოპოზიციასო.

რა არის და… ამ კანონის სულისკვეთებაა რუსული! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომელიც პარლამენტში უკვე დაინიცირდა. 

სერიიდან: აბა, შეხედეთ- აბა, რა არის ამ კანონში რუსულიო, დაფრინავენ იმედისა და პოსტ ტვ მიკროფონები პარლამენტში. - აბა რომელი მუხლი და რომელი პუნქტია რუსული და აბა რა არის. იქ რუსულიო , - ასე აქვთ შედგენილი კითხვარი ჟურნალისტებს და მერე სიუჟეტებში რიხით ამბობენ; არგუმენტირებული პასუხი არ აქვს ოპოზიციასო.

რა არის და…

ამ კანონის სულისკვეთებაა რუსული!

წარმატებით აამოქმედეს ეს კანონი რუსეთში პოლიტიკური თუ ნებისმიერი სახის ოპონენტის წინააღმდეგ.

ამ კანონის საშუალებით განდევნილი იქნა ქვეყნიდან არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ კანონის საშუალებით დაიხურა ოპოზიციური მედია. ამ კანონის საშუალებით აგენტად გამოცხადდა ყველა, ვინც კი ოპონენტად მიიჩნია ხელისუფლებამ. უცხოერი ძალის ინტერესების გამტარებელი დავარქვით, აგენტი კი აღარო,- დიდის ამბით გვაუწყა ოცნების ხელმძღვანელობამ. მაჟორიტარს რომ დელეგატი დაარქვეს და ერთი და იგივე რომ არის, იგივენაირია ესეც. უცხოური ძალის აგენტი ერქმევა თუ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი, კანონს მიიღებს და მერე ამ უცხოს მალევე მიუღებლად და მტრად მოიხსენიებს ხელისუფლება. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა სიაში ჩამოაწიკწიკებს ყველას, ვისაც კი პარტიის ოპონენტად ანუ პირად მტრად მიიჩნევს - პროგრესულად მოაზროვნე ყველა ადამიანს, დამნაშავედ მიიჩნევს ყველა აქტიურ პირს ლაზარე გრიგორიადისის კვალზე. რეპრესიების დასაწყისის იურიდიული მახვილია ეს კანონი და ამიტომაც მოინათლა რუსულ კანონად და მისი იდეოლოგები კი რუსული ძალის ინტერესების გამტარებლებად. ამიტომაც არის “ რუსო რუსოს” რომ უძახიან ოცნების ბოსებს. გვარი არ გვაქვს რუსული და სახელი და მამის სახელიო, ხბოს თვალებით და კბილთა ხრჭიალით იმუქრებიან კანონის ინიციატორები, “ ხალხის ძალა” რომ გვერდზე მისწიეს, შარშან გაგვიმტყუნეთ იმედებიო და თვითონვე რომ აინიცირებენ ახლა, გეგონება, რომ იმ “ ძალაზე” რაიმეთი მეტი ძალა გააჩნდეთ. ხალხს რომ აქვს მეტი ძალა, ჯერ კიდევ ვერ დაუჯერებიათ და ამ კანონის ბოლო ის არის, რომ ან ხელმეორედ მოუწევთ თავიანთივე ხელით გატანა, და ან თავად მათ გაიტანს ხელისუფლებიდან ხალხი არჩევნების დღეს!..

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დაინიცირდა