ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა და სრული მზადყოფნა!.. აბა ვის უნდა მოსყიდულის ეჭვქვეშ ყოფნა, ისეთ ეჭვქვეშ, ვერა არგუმენტი რომ ვეღარ გარეცხავს და გააშრობს… - წერს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციური ხმების მობილიზებაზე.

სერიიდან:

პარლამენტი და პარლამენტარები - ჩახსნილი სიები

საგამოძიებო კომისიის შექმნას მთელი ძალ-ღონით ეწინააღმდეგება მმართველი პარტია. ასეც თქვეს, ყველაფერს გავაკეთებთ და ოპოზიციას კომისიას არ შეგაქმნევინებთო და ყველაფერს აკეთებენ- საკუთარი ნებით იქცევიან ოპიზიციასავით, ოპოზიციის პოლიტიკურ ბერკეტებს იყენებენ სახელისუფლო ბერკეტები რომ არ ჰყოფნით.

ისე, რა მძიმე დღეში არიან, არა? ჰოდა, რეგისტრაციას არ გადიან. კენჭისყრის წინ არის ერთი თვლა და გადათვლა, ტუჩების მცირე მოძრაობა და თავის ოდნავი რხევა ორივე ფლანგზე აშკარად და გამოხატულად შეიმჩნევ/შეინიშნება და 50 ოპოზიციონერი არის და არის 50. არც მეტი, არც ნაკლები. ერთით ნაკლებიც არა და არა, რადგან პიროვნული პასუხისმგებლობაა თითო დანაკლისი და ერთით მეტიც არა, სიები ხომ ჩახსნილია.

კიდევ კარგი, რომ ჩახსნილია ეს სიები. კიდევ კარგი. თორემ თითოეული 51-ე და მას ზემო ყველა სხვის იმედად იქნებოდა, დაგეგმილ მივლინებასაც ადვილად არა, მაგრამ მაინც არ გააცდენდა, რამე ინფექციაც იოლად არა, მაგრამ რომ შეყროდა ხომ შეიძლება და იქნებ “ ნაბახუსევზეც” კი წამოგორებულიყო. ახლა კი, სიები ჩახსნილია და სახლი-პარლამენტის გარდა ყველა მარშრუტი “ დაქანსელებულია” რაგინდარა სნეულებასაც არ ინაღვლიან და დილის ხაზზე გაწყობილი ჯარისკაცებივით მზადმყოფნი, წელში გამართული და ამაყად აწეული თავებით ვსხედვართ დასათვლელ სავარძლებზე, ოდნავ ბრუნავს სავარძლები, ოდნავ მოძრაობს ტუჩები და ოდნავ ირხევა თავ/კისრები.

50-ია და 50.

ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა და სრული მზადყოფნა!.. აბა ვის უნდა მოსყიდულის ეჭვქვეშ ყოფნა, ისეთ ეჭვქვეშ, ვერა არგუმენტი რომ ვეღარ გარეცხავს და გააშრობს…

ჰოდა, არის და არის 50 ოპოზიციონერი დეპუტატი მუდმივ და სრულ მზადყოფნაში.

კიდევ კარგი, ჩახსნილია სიები. კიდევ კარგი!!!