პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„როცა შენი ქვეყნის მტერი, ოკუპანტი გაქებს, პოლიტიკას გიწონებს, ე.ი. შენც მტერი ხარ. 2•2=4.
შეგახსენებთ, ლავროვის ეს განცხადება მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას (მისი 9-იანის პირით), რომ ნატო და ევროკავშირი იდეაფიქსი არ არის, არსებობს სხვა არჩევანიც",- წერს მეზვრიშვილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა: „საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“.